ლიმონის საოცრად ნაზი და არომატული ღვეზელი
ლიმონის საოცრად ნაზი და არომატული ღვეზელი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 250 გ
  • კარაქი - 110 გ
  • სოდა 0,5 ჩკ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • ლიმონი - 1,,5 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

არაჟანში გახსენით სოდა, დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
თანდათან დაუმატეთ ფქვილი. ჯერ ჩაყარეთ 1,5 ჭიქა, მოზილეთ ცომი, თუ წებოვანი იქნება, დაუმატეთ დანარჩენი ნახევარი. გაყავით 2 ნაწილად ცომი.

ლიმონი დაჭერით კანიანად პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ. დაუმატეთ შაქარი და კიდევ ათქვიფეთ.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომის ნახევარი გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე, გაუკეთეთ მაღალი კიდეები. ზემოდან გაანაწილეთ შაქრიანი ლიმონი. ჩომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ ფორმის სიდიდეზე და დააფარეთ ლიმონის გულსართს.

ტეგები:
ლიმონი ღვეზელი კექსი ნანახია: 7082