მარტივი ტორტი გამოცხობის გარეშე ჩაისთვის
მარტივი ტორტი გამოცხობის გარეშე ჩაისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გ
  • ხაჭო - 2 შეკვრა, 360 გ
  • არაჟანი - 300-400 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ჟელატინი - 20 გ
  • შავი შოკოლადი - 1 ფილა
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ჩაალბეთ ჟელატინი ცივ, ანადუღარ წყალში 40 წუთის განმავლობაში.
საცერში გაატარეთ ხაჭო, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ, დაუმატეთ არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ მიქსერით.
დაუმატეთ ხაჭოს მასას წყლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და კიდევ კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ახლა კექსის სწორკუთხოვან ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და ჩაალაგეთ ფორმის ფსკერზე ნამცხვრები. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს კრემი, შემდეგ ისევ ორცხობილის ფენა გააკეთეთ და კვლავ ხაჭოს კრემი... ასე გააკეთეთ 4 ფენა. შედგით ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით , ან მთელი ღამით. მზა ტორტს მოასხით გამდნარი შოკოლადი.

ტეგები:
ტორტი ხაჭო შოკოლადი ნანახია: 40985