მომზადების წესი:ქიშმიში დაალბეთ 100 მლ მაგარ შავ ჩაიში.ცომისთვის: გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი.დაჭერით კარაქი პატარა კუბიკებად, დაუმატეთ ფქვილს და ხელით აკეპეთ.დაუმატეთ კვერცხი და რომი – მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი გაანაწილეთ ფორმის ზედაპირზე თანაბრად და ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. აცხვეთ 170 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.გულსართისთვის: ხაჭოს დაუმატეთ ლიმონის წვენი, სახამებელი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი ცალკე. შემდეგ კი შეურიეთ ხაჭოს მასას.გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები. დაჭერით ვაშლი ოთხად, ზემოდან კი გაუკეთეთ კვადრატული ჩანაჭრები.გადაიტენეთ ხაჭოს გულსართი ცომზე, მოასწორეთ. ძემოდან დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები და მოაყარეთ ქიშმიში (წინასწარ გაწურეთ).აცხვეთ 50 წუთი 170 გრადუს ტემპერატურაზე.