შოკოლადის ფონდანტი – რეცეპტი საფრანგეთიდან!
შოკოლადის ფონდანტი – რეცეპტი საფრანგეთიდან!
დრო 5წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ხრაშუნა კანით და ნაზი გულით, მეტიც, თხევადი გულით. საოცრებაა, დესერტი კი არა!

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ
  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 90 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 45 გ
  • ფორმაზე წასასმელად და მოსაყრელად - კარაქი და კაკაო
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი კარგად, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ გათეთრებამდე.

წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად.

პატარ-პატარა ულუფებად ჩაასხით გამდნარი შოკოლადი კვერცხისა და შაქრის მასაში, თან შეუჩერებლად ურიეთ.

დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კექსის პატარა ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ კაკაო. ჩაასხით ცომი ფორმებში ისე, რომ განსაზღვროთ, ბისკვიტი ამოვა გამოცხობისას.

აცხვეთ 5-10 წუთი 180-200 გრადუსზე. მზა ფონდანტებს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაადეთ მარწყვი.