ხაჭოს პასკა - ჟურნალ "გემრიელის" რეცეპტი
ხაჭოს პასკა - ჟურნალ "გემრიელის" რეცეპტი
დრო 12წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
პრაქტიკული რჩევები:
ამ პასქისთვის უკეთესია მშრალი, ცხიმიანი ხაჭო. იმისთვის, რომ ხაჭოს პასქა ადვილად
მოაშოროთ ყალიბს, დოლბანდი, რომელსაც ფორმაში ჩააფენთ, წინასწარ უნდა დაასველოთ
და გაწუროთ. თუ სპეციალური ყალიბი არ გაქვთ, ხაჭოს პასქის მოსამზადებლად ჩვეულებრივი საწურის ან ყვავილის ქოთნის გამოყენებაც შეგიძლიათ.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მას ჰქონდეს პატარა ხვრელი, საიდანაც დაწრეტილი სითხე გამოვა.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 1 კგ
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • შაქარი - 200 გ
  • არაჟანი - 100 გ
  • კარაქი - 100 გ
  • სხვადასხვა სახეობის ჩირი - დაჭრილი
  • ვანილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ხაჭო გავატაროთ საცერში (შეიძლება 2-3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებაც).
ცალკე კვერცხის გულებითა და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, რომელიც ორთქლის აბაზანაზე უნდა გაითქვიფოს, სანამ შესქელდება. გატარებულ ხაჭოს დავუმატოთ სხვადასხვა ხილის ჩირი, ქიშმიში, ვანილი, გოგლიმოგლი, არაჟანი და დარბილებული კარაქი, კარგად
ავურიოთ და ჩავდოთ სპეციალურ ფორმაში, რომელშიც დოლბანდი იქნება ჩაფენილი და ძირი დაჩვრეტილი ექნება. ვაცადოთ დაწრეტა და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ხაჭო პასკა ქიშმიში ცუკატები ნანახია: 8379