დრო
1წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ზეთი ან კარაქი - 100 გ
- ფქვილი - 350 გ
- მზა ყავა - მაგარი, 300 მლ
- კაკაო - 1,5 ს/კ
- ვანილინი
- შაქარი - 160 გ
- მინანქარი
- ყავა - 2 ს/კ
- შაქრის პუდრა - 150 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ყავა. თუ ნალექიანია გადავწუროთ წინასწარ. 2 კოვზი გადაინახეთ მინანქრისთვის ერთმანეთს შევურიოთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, შაქარი, სოდა და მწიკვი მარილი.
დავასხათ ცხელი ყავა და გამდნარი კარაქი ან ზეთი. კარგად მოვურიოთ. მიღებული ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
გაგრილების შემდეგ მოვასხათ მინანქარი. მის მოსამზადებლად ყავას ჩანგლით შევურიოთ შაქრის პუდრი, სანამ ერთგვაროვან კონსისტენციას მივიღებთ. თუ მინანქარი ძალიან თხელია, ცოტა პუდრი კიდევ მივუმატოთ. მოვასხათ ნამცხვარს ჩანგლის ან კოვზის დახმარებით.