მომზადების წესი:მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები.როცა ცომის ხაში (ე.წ. "ოპარა") აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავუმატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი.ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.მესამედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი.ჟურნალი "გემრიელი"