პასქა ქიშმიშით და ცუკატებით - ნაცადი რეცეპტი!
პასქა ქიშმიშით და ცუკატებით - ნაცადი რეცეპტი!
დრო 12წთ
ულუფა 4
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
აღდგომა წარმოუდგენელია სააღდგომო პასქის გარეშე. გთავაზობთ პასქის გემრიელ და გამოცდილ რეცეპტს. მისი მომზადებისას ქიშმიშთან ერთად გამოიყენება ნებისმიერი ჩირი და ცუკატები. შეგვიძლია ასევე მოვრთოთ სხვადასხვა სახის მინანქრით.

ინგრედიენტები

  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დაფქული, 1 ს/კ
  • საფუარი - 3 ს/კ ფქვილში ასარევად
  • ფქვილი - 1,5-2 კგ
  • ქიშმიში და ცუკატები - 250 გ
  • კარაქი - 500 გ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 8 ცალი
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • შაქარი - 500 გ
  • რძე - 500 მლ
  • ილი (კარდამონი) - 1 ს/კ
  • ჯანჯაფილი - დაფქული, 1/4 ჩ/კ
  • მიხაკ-დარიჩინი - 0,5 ჩ/კ
  • ზეთი - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.
კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები.
როცა ცომის ხაში (ე.წ. "ოპარა") აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავუმატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი.
ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.
მესამედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.
იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
პასკა ქიშმიში ცუკატები ნანახია: 12237