მომზადების წესი: მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით. დაჭერით პატარა ნაჭრებად. გარეცხეთ კიტრი, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ, ხახვი დაჭერით წვრილად. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ კიტრი ნიორთან, ხახვთან მარილთან და წიწაკასთან ერთად 6-7 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. როცა მოშუშული კიტრი გაცივდება, გადაუღვარეთ ზედმეტი ზეთი და კიტრის წვენი, თუ გამოუშვა. გარეცხეთ კამა და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით. დაჭერით წვრილად და შეურიეთ არაჟანში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოშუშულ კიტრს დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი და მოასხით არაჟნის (ან ნატურალური იოგურტის) სოუსი. ფრთხილად ამოურიეთ და მოაყარეთ გოგრის თესლი და მზესუმზირა.