ბადრიჯანი, ხახვი და წიწაკა დავჭრათ მრგვლად. ბადრიჯანს მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში. ამავე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და წიწაკა. დავნაყოთ ნიორი ქინძთან და სანელებლებთან ერთად, შევურიოთ ძმარი და მოვასხათ ბოსტნეულს.