მომზადების წესი:1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩაასხით წყალი და ჩააგდეთ კარაქი, დაუმატეთ მწიკვი მარილი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღამდე ისე, რომ თან შეუჩერებლად ურიოთ. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და თან სწრაფად ურიეთ, რომ არ შეკორკოშელავდეს. შუშეთ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში.2. გადმოდგით მიღებული მასა ცეცხლიდან და სწრაფ-სწრაფად ჩაახალეთ კვერცხები, თან ურეით. თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.3. ღუმელის ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით ზეთი. სუფრის კოვზის მეშვეობით დასვით შუები ფირფიტაზე, ეცადეთ, თანაბარი ზომის ფორმები დასვათ.4. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუზე და აცხვეთ 35-45 წუთი, სანამ შუები არ გაოქროსფრდება. გამომცხვარი შუები გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ. გააკეთეთ პატარა ჩანაჭრები და ჩაის კოვზის მეშვეობით ჩადეთ თითოეულში მოხარშული შედედებული რძე.