ნამდვილი იტალიური პიცა
ნამდვილი იტალიური პიცა
დრო 8წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

უგემრიელესი პიცის უსწრაფესი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თბილი წყალი - 300-350 მლ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • ნივრის ფხვნილი - 1/2 ჩ/კ
  • ბაზილიკი (რეჰანი) - 3 ჩ/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 500 გ
  • მოსართავი - გემოვნებით
მომზადების წესები

1. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსსზე.

2. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ბაზილიკი, თუ გვაქვს ნიორის ფხვნილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

3. ფქვილის ნარევს და ვუმატოთ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ელასტიური ცომი.

4. პიცის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ გავაბრტყელოთ მომზადებული ცომი. გვერდები ოდნავ, ლამაზად, ამოვუკეცოთ.

5. გამოვაცხოთ 10- 12 წუთი.

6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი, ლორი, ძეხვი, ზეთისხილი ან ნებისმიერი
სართავი რაც გვესიამოვნება და გამოვაცხოთ კიდევ 8- 10 წუთი

ცომი გამოდის თხელი და ხრამუნა.

ტეგები:
ლორი ყველი ძეხვი ზეთისხილი ნანახია: 22240