მომზადების წესი:აიღეთ ტაფა (საშუალო სიდიდის) და გაადნეთ მასზე დაახლოებით 50 გ კარაქი დაბალ ცეცხლზე.ამ დროს ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი ჩანგლით ან ხელის ზამბარით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დიდხანს არ არის საჭირო თქვეფა. ათქვეფილ კვერცხში წვრილ ნაკადად ჩაიშვით გამდნარი, ცხელი კარაქი და თან შეუჩერებლად ურიეთ, რათა კვერცხი არ შედგეს.მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ჩაასხით მზა კვერცხის მასა ტაფაში, სადაც კარაქი გაადნეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ, სანამ ომლეტის გვერდები ოდნავ არ გათეთრდება.შემდეგ ხის ნიჩბით ფრთხილად გადაახვიეთ ომლეტი რულეტივით.ნუ დაელოდებით, სანამ კვერცხის ზედაპირი შეიწვება, გადაახვიეთ მაშინ, როცა მხოლოდ ომლეტის გვერდები შეთათრდება. სანამ ახვევთ, კვერცხი ასწრებს მომზადებას. გადაიტანეთ ომლეტი ტაფიდან თეფშზე ღია მხრით დაბლა.