პაგაჩა ყველით. მოკითხვა სერბეთიდან!
პაგაჩა ყველით. მოკითხვა სერბეთიდან!
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
პაგაჩა- ეს ყველიანი ღვეზელია, რომელიც ძალიან ჰგავს აჩმას. თუმცა ამ შემთხვევაში ცომის ფირფიტები არ იხარშება.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • თბილი რძე - 1 ლ
  • მშრალი საფუარი - 2,5 ჩ/კ
  • გახეხილი ყველი - 400 გ
  • ფქვილი - 700 გ
  • მარილი - 0,5 ს/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოზილეთ საფუვრიანი ცომი ხელით ან სპეციალური ცომის საზელით: ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ საფუარი, გააჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კვერცხი, დარბილებული კარაქი, მარილი, შაქარი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. შემდეგ გადააფარეთ ცომს კულინარიული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, რათა 2-3-ჯერ გაიზარდოს მოცულობაში.

გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

როცა ცომი გაფუვდება, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით 10-12 თანაბარ ნაწილად.

გამოსაცხობად გამოიყენეთ 28/28 სმ-ის ოთხკუთხედი ლითონის ფირფიტა. თუმცა, შეგიძლიათ მრგვალი ფორმაც გამოიყენოთ.

წაუსვით ფორმას კარაქი. აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ ძალიან თხლად და ჩადეთ ფორმაში. გაადნეთ ფირფიტებზე წასასმელი კარაქი. წაუსვით ცომის ფირფიტას გამდნარი კარაქი კულინარიული ფუნჯის მეშვეობით.

გააბრტყელეთ თხლად ცომის მეორე ნაწილი, დააფინეთ კარაქწასმულ ფენას, კვლავ წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

ასე გაიმეორეთ იქამდე, სანამ ცომის ბოლო ფირფიტას არ დააფენთ. სულ ზედა ფენას კარაქს აღარ ვუსვამთ. ფრთხილად ჩაჭერით ბასრი დანით ბოლო ფირფიტამდე.

გადააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, რათა ცომმა კვლავ მოიმატოს მოცულობაში. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთი.

ტეგები:
ღვეზელი ცომი ყველი ნანახია: 19495