კარაქი დავჭრათ და ცომის სხვა ინგრედიენტებთან ერთად დანით ავკეპოთ, შემდეგ ხელით მოვზილოთ. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შევდოთ. ცომი მოვათავსოთ 26 სმ. დიამეტრის ფორმაში, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.ჟელატინი 40 წუთის განმავლობაში დავალბოთ წყალში. ალუბალს დავაყაროთ სასურველი რაოდენობის შაქარი და დავაყოვნოთ, რომ წვენი გაუშვას, შემდეგ დავდგათ ცეცხლზე.ალუბლის წვენი 1-2 წუთი ვადუღოთ. შემდეგ ცოტა შევაგრილოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ ჟელატინი და ვურიოთ, რომ გაიხსნას (არ უნდა ადუღდეს).ალუბლის მასა შევდგათ მაცივარში, რომ შესქელდეს. ჟელე ბოლომდე არ უნდა შეიკრას. ნამცხვრის ფენაზე მოვათავსოთ ნახევრად გამაგრებული ჟელე და შევდგათ მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გამაგრდება.