როგორ მოვამზადოთ 10 წუთში უგემრიელესი დესერტი - შოკოლადის ხრაშუნები ქიშმიშით
როგორ მოვამზადოთ 10 წუთში უგემრიელესი დესერტი - შოკოლადის ხრაშუნები ქიშმიშით
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი


ინგრედიენტები

  • რძიანი შოკოლადი - 150 გ
  • სიმინდის ბურბუშელა (corn flakes) - 50 გ
  • ქიშმიში - 60 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

შოკოლადის დატეხეთ და გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

დააქუცმაცეთ ხელით ან ბლენდერით სიმინდის ბ ურბუშელა, ისე რომ პატარა, ხრაშუნა ნაწილები მიიღოთ. აურიეთ ბურბუშელაში ქიშმიში.

გამდნარ შოკოლადში ჩაყარეთ სიმინდის ბურბუშელა და ქიშმიში, ფრთხილად მოურიეთ კოვზით.

ახლა დააფინეთ ფოლგა ღუმელის გამოსაცხობ ლითOნის ფირფიტაზე და ჩაის კოვზით დასვით პატარა შოკოლადის ბურთები.

შედგით მაცივარში 10 წუთით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.

ტეგები:
შოკოლადი ქიშმიში დესერტი ნანახია: 4231