შოკოლადის მუსი ალუბლითა და კონიაკით
შოკოლადის მუსი ალუბლითა და კონიაკით
დრო 6წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ს/კ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კონიაკი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • შავი შოკოლადი - 160 გ
  • ალუბალი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

შოკოლადი დავტეხოთ, გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და ოდნავ შევაგრილოთ. შოკოლადის მასას დავუმატოთ კარაქი და კონიაკი. კვერცხის ცილა შაქართან ერთად კარგად გავთქვიფოთ და ხის ნიჩბით ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასას, გადავანაწილოთ ფორმებში და მინიმუმ 6 საათით შევდგათ მაცივარში. შოკოლადის მუსი მივირთვათ ალუბალთან ერთად.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
შოკოლადი ალუბალი კონიაკი ნანახია: 2730