მომზადების წესი:ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.დავუმატოთ ლიმონის ცედრა, წვენი, გამდნარი კარაქი და არაჟანი. შევურიოთ სოდა, ფქვილი ვანილი. მიღებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ნიგვზეულის მიქსი. ნიგვზის, თხილის ან ნუშის დაჭრა საჭირო არ არის.მიღებული ცომი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ მაფინების ან სხვა ნებისმიერ ფორმაში, თუმცა სასურველია პატარა ზომის იყოს. კარგად გავაცივოთ. ამის შემდეგ დავჭრათ თხელ ფირფიტებად და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გავხუხოთ, დავბრაწოთ. მივიღებთ ხრაშუნა, არომატულ ფირფიტებს, რომლებიც ჩაისთან უგემრიელესია.შეგვიძლია წინა დღეს გამოვაცხოთ, მეორე დღეს დავჭრათ და გავხუხოთ, ასე უკეთესადაც დაიჭრება და უკეთაც გამოშრება ღუმელში.