სიმინდის ფქვილის საფანელში ამოვლებული შემწვარი ვაშლი
სიმინდის ფქვილის საფანელში ამოვლებული შემწვარი ვაშლი
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 2 მოზრდილი
  • სიმინდის სახამებელი - 100 გ
  • ზეთი - 2-3 ს/კ
  • შაქარი - 60 გ
  • წყალი - 2-3 ს/კ
  • დარიჩინი
  • ლიმონის ცედრა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ვაშლი (უმჯობესია მომჟავო ჯიშის) გავფცქვნათ და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ სიმინდის სახამებელში და ტაფაზე გახურებულ ზეთში შევწვათ. შემწვარი ვაშლი გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს. ცალკე ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავასხათ 2-3 ს.კ. წყალი. როდესაც შაქარი გადნება, ჩავაწყოთ ვაშლის ნაჭრები და ფრთხილად ვურიოთ. დავუმატოთ ლიმონის ცედრა. როდესაც კარამელი შესქელდება, დესერტი მზადაა. გადავიტანოთ თეფშზე და მოვაფრქვიოთ დარიჩინი. ასე მომზადებული ვაშლი გარედან ხრაშუნაა, შიგნით რბილი რჩება, ლიმონის ცედრა და დარიჩინი კი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს დესერტს.

ჟურნალი "გემრიელი"