პიტნის ლიმონათი
პიტნის ლიმონათი
დრო 60წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 50-70 გ
  • პიტნა - 1 პატარა კონა
  • წყალი - 1.5 ლ
  • ლიმონი - 1
  • ყინული
მომზადების წესები
ქვაბში მოათავსეთ პიტნა და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 10-15 წთ თავდახურული. თუ მოგწონთ პიტნის მძაფრი არომატი, უფრო მეტხანსაც შეგიძლიათ დატოვოთ, თუ არა , ამოიღეთ ტოტები სითხიდან და შეაგრილეთ, ისევ თავდახურული.

შემდეგ ჩააწურეთ მთლიანი ლიმონის წვენი, გაწურეთ და მაცივარში კარგად გააცივეთ.

სუფრაზე მიიტანეთ ბევრი ყინულით და ლიმონის რამდენიმე ნაჭერით.

შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ თაფლი დაამატოთ თქვენი გემოვნებით.

ტეგები:
ლიმონი სასმელი ლიმონათი პიტნა ნანახია: 30213