კარტოფილის რულეტები ხორცის ფარშით
კარტოფილის რულეტები ხორცის ფარშით
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 500-600 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 100-150 გ
  • შერეული ხორცის ფარში - 500 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • არაჟანი ან კეფირი - 2 ს/კ
  • გახეხილი ყველი - 50 გ
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. გააცივეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილად.

დაუმატეთ მარილი, პილპილი, კვერცხი და ფქვილი.

ხორცის ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი, სასურველი სანელებლები, ასევე წყალი ან კეფირი, ან არაჟანი წვენისთვის.

კარტოფილის ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი და გაანაწილეთ მასზე ფარში, დაუტოვეთ ერთ მხარეს თავისუფალი 1-1,5 სმ ადგილი.

გადაახვიეთ მჭიდროდ კარტოფილის რულეტი, თავისუფალი ადგილით კარგად დააფიქსირეთ.

შეწვით რულეტები ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან.

შემდეგ მოათავსეთ რულეტები გამოსაცხობ ლითონის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში 15-20 წუთით 200 გრადუსზე.

5 წუთით ადრე გამოცხობამდე, მოაყარეთ გახეხილი ყველი.


ტეგები:
კარტოფილი ყველი ხორცის ფარში ნანახია: 8573