მომზადების წესი:გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად მწვანე ვაშლი, მოასხით ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს. დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვრილად დაჭრილი ლეღვის ჩირი.შაქარს დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გული, ათქვიფეთ მიქსერით შაქრის სრულ გახსნამდე. აქვე დაუმატეთ დარბილებული კარაქი და რძე. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.ფქვილს შეურიეთ ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი.ფქვილი მასა შეურიეთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ ცომში ვაშლის მასა, წრვილად დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი და კანგაცლილი, დაჭრილი ან გატარებული ნუში. პატარა ჯამში შაქარში აურიეთ დარიჩინი და გატარებული ნუში ან თხილი.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ შაქარში არეული დარიჩინი და გატარებული ნუში. გადაიტანეთ ცომი ფორმაში.აცხვეთ 50 წუთი 180 გრადუსზე.