ტარხუნის ლიმონათი
ტარხუნის ლიმონათი
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტარხუნა - 30 გ
  • შაქარი - 50 გ
  • მარწყვი - 4 ცალი (ახალი ან გაყინული)
  • წყალი - 1.5 ლ
  • ლიმონი - 1
მომზადების წესები
ქვაბში მოათავსეთ ტარხუნა, მარწყვი და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და თავზე დაახურეთ. დატოვეთ ასე დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ ტარხუნის ღერები ამოიღეთ ქვაბიდან. ამ დროს უკვე საკმაო არომატი აქვს გამოშვებული, მაგრამ თუ თქვენუფრო მძაფრი გემო მოგწონთ, შეგიძლიათ გაზარდოთ ეს დრო.

ღეროების ამოღების შემდეგ, ოდნავ შეგრილებულ ლიმონათში ჩააწურეთ 1 მთლიანი ლიმონის წვენი.

ლიმონათი გააგრილეთ თავდახურულ ქვაბში, შემდეგ გაწურეთ და მაცივარში კარგად გააცივეთ. მიირთვით ბევრი ყინულით.