დაალბეთ ჟელატინი 30 მლ წყალში, დაგჭირდებათ დაახლოებით 15 წუთი.სქელძირიან ქვაბში ჩაასხით დარჩენილი წყალი, თაფლი და შაქარი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში.გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ შედედებული რძე და გაფუებული ჟელატინი. აქვე დაუმატეთ წვრილად დატეხილი შოკოლადი, სწრაფად მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.მოათავსეთ ტორტი ან ნამცხვარი რკინის გისოსზე და მოასხით მინანქარი კოვზით. არავითარ შემთხვევაში არ მოასწოროთ კოვზის მეშვეობით –მინანქარი თავისუფლად უნდა ჩამოიღვენთოს ნამცხვრის მთელ ზედაპირზე, რათა არ დარჩეს არანაირი ჰაერი. შეგიძლიათ, მოასხათ წვრილი საცრის მეშვეობით.2 საათში ზედაპირი გაშრება და ჯადოსნურად მბზინავი ტორტიც მზად არის!