დაჭერით ბადრიჯანი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ. პომიდორი გაატარეთ ხორცისსაკეპმანქანაში, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. ბადრიჯანი გარეცხეთ, მოაცალეთ სიმწარე, გაწურეთ და დაუმატეთ პომიდორს. ხარშეთ კიდევ 10 წუთი. დაუმატეთ გატარებული ნიორი და წიწაკა ჩილი. მოაყარეთ მარილი, კიდევ წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ სალათა წინასწარ მომზადებულ, გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ, ჩადგით წყლიან ქვაბში და გაასტერილეთ. იმისათვის, რომ ქილები არ გასკდეს, ქვაბის ფსკერზე ჩააფინეთ ჩაის ტილო და ცოტა ცოტათი ცხელი წყალი. ქილები წყლის ადუღებიდან 20 წუთის განმავლობაში გაასტერილეთ.