ქათმის ფილე ორნაირი ყველით და პომიდვრიანი სპაგეტით
ქათმის ფილე ორნაირი ყველით და პომიდვრიანი სპაგეტით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 6 ცალი
  • ხმელი ბაზილიკი - 1/2 ჩ/კ
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • სპაგეტი - 200 გ
  • მოცარელა ან სულგუნი - 6 ნაჭერი
  • გახეხილი ყველი პარმეზანი - 50 გ
  • ტომატპასტა - 800 გ
  • საფანელი - 1 ჭიქა
  • ნიორი 2-3 კბილი
  • კვერცხი 2 ცალი
  • დაჭრილი ოხრახუში - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საფანელი ჩაყარეთ გაშლილ ლანგარზე და დაუმატეთ 1/2 ჩ/კ მარილი, აურიეთ.

ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შავი პილპილი.

გაჭერით ქათმის თითოეული ფილე შუაზე, ამოავლეთ თითოეული ნაჭერი ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი საფანაელში.

ამოვლებული ქათმისი ფილეები მოათავსეთ თეფშზე.

გააცხელეთ ღრმა ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ფილეები 3-4 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.

შემწვარი ფილეები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

შემდეგ მოათავსეთ ქათმის ფილეები ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.

შემდეგ გაახურეთ ზეითუნის ზეთი ტაფაზე, მოხრაკეთ დაჭყლეტილი ნიორი 1-2 წუთის განმოვლობაში.

დაუმატეთ ტომატპასტა და ხმელი ბაზილიკი, შუშეთ დაბალ ცეცხლზე 8 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.

დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ, სანამ არ გადნება.

მოასხით ქათმის ფილეს ტომატის მზა სოუსის მესამედი, მოახეხეთ პარმეზანი, გადააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთი.

სანამ ქათმის ფილე მზადდება, მოხარშეთ სპაგეტი.

გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ ტომატის სოუსიან ტაფაში.

აურიეთ და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. 30 წუთში გამოიღეთ ქათმის ფილე ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა და დაალაგეთ ხორცზე მოცარელას ნაჭრები.

შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთი.

ახლა კი ააწყვეთ სადილი: სპაგატი ტომატის სოუსში + ქათმის ფილე ყველით + ცოტაოდენი ოხრახუში სილამაზისთვის.