მომზადების წესი:კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, თან ვუმატოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზეს მკვრივი მასა. ბეზეს შევურიოთ სახამებელი, ვანილი და ლიმონის წვენი.მოზრდილ თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტი, ზედ გადავანაწილოთ ბეზე და 160-170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი ვაცხოთ, სანამ ღია ოქროსფერი გახდება, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ. ამასობაში შაქრის პუდრი და ცივი ნაღები კარგად ავთქვიფოთ. ბეზე გადავიტანოთ კაკაომოყრილ პერგამენტის ფურცელზე, ქაღალდის ზედა ფენა ავაცალოთ, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ფორთოხალი. ბეზე ფრთხილად გადავახვიოთ და გადავიტანოთ ლანგარზე. მოვაყაროთ კაკაო და დაფქული ნიგოზი. ნამცხვარს სანამ სუფრაზე გავიტანთ, მაცივარში მოვათავსოთ 1 საათით.ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)