მელიძანა – ბადრიჯანი ბერძნულად, აუცილებლად უნდა სცადოთ!
მელიძანა – ბადრიჯანი ბერძნულად, აუცილებლად უნდა სცადოთ!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თქვენს წინაშეა ბერძნების კიდევ ერთი სიამაყე – კერძი ბადრიჯნისგან მელიძანა.

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი - 5 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ
  • ლიმონი - 0,5 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოამზადეთ ბოსტნეული. გაჭერით ბადრიჯანი შუაზე და გააკეთეთ რბილობზე ბადისებური ჩანაჭრები. ჩანაჭრებში მოათავსეთ დაჭრილი ნიორი, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. გარეცხეთ პომიდორი და წაუსვით ზეითუნის ზეთი.

შედგით ღუმელში 45 წუთი.

შემდეგ გააცალეთ ბოსტნეულს კანი. თქვენ მხოლოდ რბილობი დაგჭირდებათ. დაჭერით ეს რბილობი წვრილად.

ბადრიჯანთან ერთად შემწვარი ნიორიც დაგჭირდებათ. ახლა დაჭერით ხახვი წვრილად.

მოამზადეთ მოსასხმელი: ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. თუ ცხარე გიყვართ, შეგიძლიათ ნიორი კიდევ დაუმატოთ, ან ცოტაოდენი წითელი წიწაკა.

შენელებული ზეთი მოასხით გამომცხვარი ბოსტნეულის დაჭრილ რბილობს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ზეთისხილი, აურიეთ.

შენიშვნა: ძალიან უხდება ყველი ფეტა. თუ მასაც დაუმატებთ, კერძი ბევრად გემრიელი იქნება.