როგორ მოვხარშოთ სიმინდი 10 წუთში – დაუმატეთ ქვაბში მხოლოდ 2 ინგრედიენტი!
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ვის არ უყვარს მოხარშული სიმინდი? მაგრამ საათობით მისი ხარშვა ცოტა მოსაბერზებელია. სეზონი ახლოვდება და ზუსტად ის დროა, რაღაც განსაკუთრებული ვისწავლოთ. იმისათვის, რომ სიმინდი მალე მოიხარშოს, იყოს რბილი და წვნიანი, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას.

ინგრედიენტები

  • კარაქი - 50 გ
  • რძე - 1 ჭიქა
  • წყალი
  • სიმინდი - 5 ტარო
  • მარილი
  • ლიმონის წვენი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ტაამტვრიეთ ტარო შუაზე, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ სიმინდი მთლიანად დაფაროს. დადგით ცეცხლზე.
როცა წყალი ადუღდება, ჩაუმატეთ რძე და კარაქი.
კვლავ აaდუღეთ და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
მზად არის! ამის შემდეგ საათობით სიმინდის ხარშვა აღარ მოგიწევთ! ამ ხრიკის მეშვეობით 10 წუთში მოხარშავთ სიმინდს და ამასთან ტაროებს საოცარ არომატს შესძენთ. მოაყარეთ მოხარშულ სიმინდს მარილი და მოაწურეთ ლიმონი. გვერწმუნეთ, ამაზე გემრიელს ვერაფერს გასინჯავთ!

ტეგები:
რძე კარაქი სიმინდი ნანახია: 126839