მომზადების წესი:ასევე დაგჭირდებათ: 30/40-ზე ფორმა და 250 გ-იანი ჭიქა.მარგარინი ან კარაქი აკეპეთ ფქვილში.დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხის გული, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი.გაყავით ცომი 3 ნაწილად.მიხაკიანი ბისკვიტისთვის. მიხაკი აურიეთ შაქარში. დაუმატეთ კვერცხი, კარაქი და კარგად ასრისეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ.ბეზეცილა თაქვიეფეთ შაქართან ერთად სქელი ღრუბელივით მასის მიღებამდე.გააბრტყელეთ ცომის პირველი ნაწილი. ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი კურაგა, შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და მოაყარეთ ნიგოზი. მესამე ფენა ცომზე კი მიხაკის მასა გაანაწილეთ.ცომის სამივე ფენაზე გაანაწილეთ ათქვეფილი ბეზე.აცხვეთ თითოეული ბისკვიტი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.მოხარშეთ კრემი: 0,5 თბილ რძეში გახსენით 3 ს/კ სახამებელი დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, დადგით ცეცხლზე და ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუკელით ცეცხლს და ურიეთ იქამდე, სანამ კრემი არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 300 გ კარაქი. ტორტის აწყობა: მიხაკის ბისკვიტი+კრემი+კურაგის ბისკვიტი+კრემი+თხილიანი ბისკვიტი.