მარტივი ღვეზელები ფენოვანი ცომითა და პიტნაში გადაზელილი ნადუღით
მარტივი ღვეზელები ფენოვანი ცომითა და პიტნაში გადაზელილი ნადუღით
დრო 20წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი - 500 გ
  • გახეხილი ყველი - 200 გ
  • პამიდორი - 2-3 ცალი
  • ნადუღი - 150 გ
  • ზეთისხილი - უკურკო
  • ხმელი პიტნა
  • ხმელი თავშავა
  • ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, ოღონდ ძალიან თხლად არა. დავჭრათ კვადრატებად და ცენტრში მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ზემოდან მოვაწყოთ პამიდვრის 2-3 ნაჭერი, მოვასხუროთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად. როდესაც გამოცხვება, მოვრთოთ ზეთისხილით და პიტნაში გადაზელილი ნადუღის ბურთულებით.

ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)