ქამა სოკოს სალათა ლურჯი ყველით
ქამა სოკოს სალათა ლურჯი ყველით
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 8 ცალი
  • სალათის ფოთლები - 1 კონა
  • ლურჯი ყველი - (გორგონძოლა, როკფორი და სხვა) 50 გ
  • ძმარი ბალზამიკო - 1 ს/კ
  • ყურძნის წიპწის ზეთი - 1 ს/კ
  • თაფლი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

სოკო თხელ ფირფიტებად დავჭრათ, ყველი – დავაქუცმაცოთ.
სალათის ფოთლები თეფშზე დავაწყოთ, ზედ დავაწყოთ სოკოს ნაჭრები და ყველი.
თაფლი და ბალზამიკო ავურიოთ. სალათას მოვასხათ ზეთი და თაფლისა და ბალზამიკოს სოუსი.

ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)