შუ ყავის კრემით
შუ ყავის კრემით
დრო 2წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ფქვილი - 100 გ
  • კარაქი - 60 გ
  • წყალი - 150 მლ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • კრემი:
  • რძე - 1 ჭიქა
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • სახამებელი - 1 ს/კ
  • ფქვილი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • ხსნადი ყავა - 1 ჩ/კ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 150-200 მლ
  • ვანილი
  • შოკოლადის მინანქარი - ან შაქრის პუდრა გასაფორმებლად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი, კარაქი, მარილი და გავაცხელოთ. როცა ადუღდება და კარაქი გადნება, ერთბაშად დავუმატოთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ.

ცომი ქვაბის კედლებზე თხელ აპკს რომ გაიკეთებს და შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მაშინვე შევათქვიფოთ 1 კვერცხი. ცომი ოდნავ რომ გაგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ცოტაოდენი ცხიმი და ზედ კოვზით ან საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ცომის ბურთულები ( 8-10 ცალი), შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ.

როცა შუები აფუვდება და ფორმას ჩამოყალიბებულ მიიღებს, ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ ბოლომდე.

რძე, კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ყავა ერთად ავთქვიფოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემი, ბოლოს დავუმატოთ ვანილი და გავაცივოთ. ცივ კრემს შევათქ ვიფოთ ცალკე გათქვეფილი ცივი ნაღები.

შუებში კრემი შეგვიძლია მოვათავსოთ საკონდიტრო ტომრით. ასევე შეგვიძლია გავჭრათ და ისე ჩავდოთ კოვზით. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი ან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)
ტეგები:
ცომი ყავის კრემი მინანქარი ნანახია: 11246