მაროკოული ბლინები "ბაგრირი" მანის ბურღულით. მარტივი ინგრედიენტები და საოცარი გემო!
მაროკოული ბლინები "ბაგრირი" მანის ბურღულით. მარტივი ინგრედიენტები და საოცარი გემო!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 50 გ
  • თაფლი - 50 გ
  • თბილი წყალი - 2 ჭიქა
  • მანის ბურღული - 1,5 ჭიქა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • მშრალი საფუარი - 1/2 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დააბლენდერეთ მანის ბურღული ისე, რომ ფქვილისებური მასა მიიღოთ.

დიდ ჯამში გახსენით მშრალი საფუარი თბილ წყალში. დაუმატეთ დაფქული მანი და გაცრილი ფქვილი. შეათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ გამაფხვირებელი და მარილი, 5-6 წუთის განმავლობაში თქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე და გააჩერეთ მიღებული ცომი 2-3 საათით თბილ ადგილას.

შემდეგ ფრთხილად ამოურიეთ აფუებულ ცომს. კოვზის მეშვეობით დაასხით ცომი გახურებულ ტაფაზე და აცხვეთ ბლინები უცხიმოთ, მშრალ ტაფაზე მცოლოდ ერთ მხარეს – როცა ბლინის ზედა მხარე გამოშრება, გადმოიღეთ ტაფიდან.

ტეგები:
საფუარი ბლინები მანის ბურღული ნანახია: 14777