აიღეთ ყველაზე მოზრდილი ქვაბი და მოამზადეთ ხაშლამა განსხვავებულად
აიღეთ ყველაზე მოზრდილი ქვაბი და მოამზადეთ ხაშლამა განსხვავებულად
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის რბილი ხორცი - 1 კგ
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ხახვი - 0,5 კგ
  • პომიდორი - 5 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ნიორი - 1 თავი
  • ოხრახუში და ქინძი - თითო კონა
  • ხმელი სუნელი - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - 20 მლ
მომზადების წესები

მომზადების წესი:

დაჭერით რბილი ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

სქელძირიან, ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხორცი.

გაფხქვენით კარტოფილი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაალაგეთ ხორცის ზემოდან, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

შემდეგ გააკეთეთ ხახვის ფენა. დაჭერით ალყა-ალყა. შემდეგ დაჭრილი პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ფენა. კვლავ მოაყარეთ მარილი და პილპილი.

მსხვილად დაჭერით ან ხელიდა დაკუწეთ მწვანილი და მოაყარეთ ინგრედიენტებს ზემოდან. სულ თავზე დაადეთ გაუფცქვნელი ნივრის თავი.

დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და შუშეთ თავდახურულ ჭურჭელში 1,5-2 საათი. მზაობა შეამოწმეთ ხორცის მოხარშვის მიხედვით.