შოკოლადის სოუსსა და ქოქოსის ფანტელში ამოვლებული ფაფუკი ბისკვიტი
შოკოლადის სოუსსა და ქოქოსის ფანტელში ამოვლებული ფაფუკი ბისკვიტი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი, ნაზი, ფაფუკი და უგემრიელესი ბისკვიტი მარტივად და სწრაფად მზადდება!

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 150 გ
  • ზეთი - 150 მლ
  • რძე - 125 მლ
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 1 ს/კ
  • ფქვილი - 250 გ
  • შოკოლადის სოუსი
  • რძე - 125 მლ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • შაქარი - 50 გ
  • შავი შოკოლადი - 50 გ
  • ქოქოსის ფანტელი - ამოსავლებად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ბისკვიტი:

კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი მოათავსეთ ჯამში და ათვიაფეთ მიქსერით 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ რძე.
კვლავ გააგრძელეთ თქვეფა 3 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ ზეთი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. დაუკელით მიქსერის სიჩქარეს და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფორმაში ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
როცა ბისკვიტი გამოცხვება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ.
გადმოიღეთ ფორმიდან.
მოამზადეთ სოუსი: რძე, შაქარი, კაკაო და შOკოლადი მოათავსეთ პატარა ქვაბში, დადაგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
გააგრილეთ სოუსი ოთახის ტემპერატურაზე (სოუსი თხელი უნდა იყოს).
გაცივებული ბისკვიტი დაჭერით 16 კუბიკად.
თხლად ჩამოაჭერით კიდეები და ამოავლეთ თითოეული კუბიკი შოკოლადის სოუსში. თითოეული მხარე გააჩერეთ 15 წამი ან მეტი, თუ გსურთ, რომ უკეთ გაუჯდეს ბისკვიტს.
აცალეთ რათა ზედმეტი სოუსი ჩამოიღვენთოს... შემდეგ კი ამოავლეთ ოთხივე მხრიდან ქოქოსის ფანტელში.


ტეგები:
ბისკვიტი ქოქოსის ფანტელი ნანახია: 6420