ვინეგრეტი თეთრი ლობიოთი
ვინეგრეტი თეთრი ლობიოთი
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თეთრი ლობიოს კონსერვი - 1 ქილა
  • მოხარშული ჭარხალი - 2 ცალი, საშუალო ზომის
  • მოხარშული სტაფილო - 2 ცალი
  • კარტოფილი, მოხარშული - 4-5 ცალი
  • კომბოსტოს მწნილი - წითელი, 150 გ
  • კამა - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • პიტნის ფოთლები - მოსართავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ბოსტნეული წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ლობიო, დაჭრილი მწვანილი და კომბოსტოს მწნილი. სალათას მოვასხათ ზეთი და ძმარი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სუფრაზე გატანის წინ ვინეგრეტი მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.

ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)
ტეგები:
მწვანილი კომბოსტოს მწნილი ნანახია: 4363