მომზადების წესი:მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად, კვერცხიც – წვრილად.კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე.თუ შავი ქლიავია მაგარია, დაალბეთ 10 წუთით ცხელ წყალში. შემდეგ დაჭერით. ნიგოზი დააბლენდერეთ.ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.მაინეზი შეურიეთ იოგურტს ან არაჟანს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ფენა-ფენა დაალაგეთ მომზადებული ინგრედიენტები: ქათამი, კვერცხი, კიტრი, შავი ქლიავი, ნიგოზი, ყველი. ყოველ ფენას შორის მოასხით მაიონეზისა და იოგურტის ნარევი. სუფრასთან მიტანამდე სალათა 1 საათით შედგით მაცივარში.