მარწყვის ხრაშუნა ნამცხვრები ვანილის მინანქრით
მარწყვის ხრაშუნა ნამცხვრები ვანილის მინანქრით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 200 გ
  • ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ
  • ფქვილი - 400 გ
  • შაქარი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • სოდა - 1/4 ჩ/კ
  • კარაქი - 6 ს/კ
  • ნატურალური იოგურტი ან მაწონი - 100 მლ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • 1 ლიმონის ცედრა
  • შაქრის პუდრა - 100 გ
  • რძე - 2 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 10 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

მარწყვი დაჭერით კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ 2 ს/კ ფქვილი და შაქარი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ მაცივარში რომ გაცივდეს.

ღრმა ჯამში ჩაყარეთ დარჩენილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, საჭმლის სოდა და მარილი, ჩააჭერით კარაქი. მოზილეთ ხელით, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა.

დაუმატეთ იოგურტი, ვანილის ექსტრაქტი და მარწყვის თხევადი მასა. აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომი.

დააფინეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი და დაასცით 2-2 ს/კ ცომი 2 სმ დაშორებით ერთმანეთისგან.

აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.

მინანქრისთვის: შაქარი, რძე და ვანილის შაქარი მოათავსეთ პატარა ჯამში და ნელ ცეცხლზე შეათბეთ, თან ურიეთ, სანამ არ გასქელდება.

მოასხით მინანქარი ნამცხვარს სუფრასთან მიტანამდე 30 წუთით ადრე.