ხაჭოს ტორტი სუფლეთი "ანგელოზის ცრემლები"
ხაჭოს ტორტი სუფლეთი "ანგელოზის ცრემლები"
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს ხმამაღალი სახელწოდება ტორტს უბრალოდ არ აქვს. საქმე ისაა, რომ როცა დესერტი კარგად გაცივდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა, ყვითელი წვეთები-მძივები. სწორედ ამიტომ ნამცხვარმა მიიღო ულამაზესი სახელწოდება "ანგელოზის ცრემლები".
შედეგი ნამცვილად გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს. გამოდის უგემრიელესი, უნაზესი და ამავე დროს ძალიან ლამაზი ტორტი.

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 80 გ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • გულსართისთვის:
  • ხაჭო - 500 გ
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • მანის ბურღული - 1 ს/კ
  • არაჟანი ან ნაღები - 100 გ
  • ვანილი
  • სუფლესთვის:
  • კვერცხის ცილა - 3 ცალი
  • შაქრის პუდრა - 3 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ბისკვიტისთვის:

ფქვილში აურიეთ გამაფხვერებელი და აკეპეთ მასში კარაქი. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთად, შეურიეთ ფქვილის მასა და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გულსართი:
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სუფლე:
ათქვიფეთ ცილა ბეზეს კონსისტენციამდე, თანთათანობით შეათქვიდეთ შაქრის პუდრა.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრიც ფორმაში, გააბრტყელეთ, ამოუწიეთ გვერდები 0,5 სმ სიმაღლეზე. დაადეთ ზემოდან ხაჭოს მასა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, ზემოდან გაანაწილეთ სუფლე და კვლავ შედგით ღუმელში 10-15 წუთით. სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. დიდხანს არ გააჩეროთ!

გამორთეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და გააჩერეთ მასში ტორტი, სანამ არ გაგრილდება. 40 წუთში ამოიღეთ და კვლავ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე საათნახევარი.

იდეალურია, თუ ნებისყოფა გეყოფათ და გამორთულ და დახურულ ღუმელში 5-6 საათით, ან მთელი ღამით გააჩერებთ.

ტეგები:
ტორტი ხაჭო სუფლე ნანახია: 10148