დრო
15წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
პამიდვრიანი ერბო-კვერცხი საზაფხულო კერძია, რომლის მთავარ ღირსებას ახალი პამიდორი და არომატული მწვანილი წარმოადგენს. ამ კერძის მომზადება შეგვიძლია ტკბილი წიწაკის გარეშეც. სოფლებში პამიდვრიან ერბო-კვერცხს უფრო წვნიანს ამზადებენ.
ინგრედიენტები
- პამიდორი - 2-3
- კვერცხი - 2-3
- ტკბილი წიწაკა - 1
- ნიორი - 1კბილი
- ხახვი - 2 თავი
- რეჰანი
- ქინძი
- ოხრახუში
- ზეთი - 3 ს.კ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესები
1. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.
2. როდესაც ხახვი დარბილდება, დავაყაროთ დაჭრილი წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა.
3. 3 წუთის შემდეგ დავასხათ დაჭყლეტილი პამიდორი და ცეცხლს დავუწიოთ.
4. როდესაც პამიდორი ოდნავ გამუქდება და შესქელდება, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
5. 1-2 წუთში პამიდორს თანაბრად მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და ამოვურიოთ.
6. ერბო-კვერცხი 2-3 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგვიძლია მივირთვათ შეგრილებულიც.
რჩევა
თუ გვსურს კერძი თხელი გამოვიდეს, გავზარდოთ პამიდვრის რაოდენობა და შევამციროთ კვერცხი.