მომზადების წესი:ბულგური დაალბეთ წინასწარ ადუღებულ წყალში და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით, სანამ წყალს მთლიანად არ შეიწოვს.მწვანილი და ხახვის ფოჩი დაჭერით წვრილად. პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად.თეფშზე მოათავსეთ გაცივებული დამბალი ბურღული, დაუმატეთ პომიდორი და მწვანილი. მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ, მორთეთ პიტნის ფოთლებით.