მომზადების წესი: ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და ჩაასხით წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. გააცივეთ და გაწურეთ. მარწყვი გაარჩიეთ და დააბლენდერეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაწყრეთ. დაუმატეთ ლიმონის ცედრისა და შაქრის სიროგი და ჩამოასხით ჭიქებში, ჩაყარეთ ყინული, მოაყარეთ პიტნის ფოთლები და მორთეთ მარწყვითა და ლიმონის ნაჭრებით. შაქრისა და ლიმონის დოზა შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით დაარეგულიროთ.