მომზადების წესი:მოხარშეთ მწყრის კვერცხი 5 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაფცქვენით.ქამა სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხლად და მოხრაკეთ (არ შეწვათ), გააგრილეთ. პომიდორი ჩერი და კვერცხი გაჭერით შუაზე. მწვანე ხახვი და მწვანილი დაჭერით წვრილად. სალათის ფურცლები დახიეთ ხელით.სოუსისთვის: მაიონეზს შეურიეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და პროვანსული სუნელები. ყველაფერი კარგად აურიეთ.დიდ სასალათეში გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით მაიონეზის სოუსი.