მომზადების წესი:კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილწყალში. წყალი გადაუღვარეთ და ჩაჭყლიტეთ კარტოფილი.დაუმატეთ კარტოფილს კვერცხ, კარაქი და ფქვილი, მოზილეთ ცომი. თუ ცომი ძალიან გეკვრით ხელებზე, დაუმატეთ კიდევ ცოტა ფქვილი.გაანაწილეთ კარტოფილის ცომი კარაქწასმულ ფორმაზე, ამოუწიეთ გვერდები.ღორის ხორცის ფარშეი მოხრაკეთ ტაფაზე, დაუმატეთ ხახვი, პომიდორი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა. შუშეთ რამდენიმე წუთი. მიღებული გულსართი გადაიტანეთ კარტოფილის ცომზე.ათქვიფეთ 2 კვერცხი რძესთან ერთად, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვენბით და მოასხით ღვეზელს.შედგით ღვეზელი 200 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში 40 წუთით. მზაობამდე 10 წუთით ადრე გამოიღეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი.ამ ღვეზელის მომხიბვლელობა კიდევ იმაშია, რომ გულსართი შეგიძლიათ სურვილსამებრ მოამზადოთ: ხოკო, ქათმის ხორცი, ძეხვი, სიმინდი და სხვა პროდუქტები გამოიყენოთ.