მომზადების წესი:ბისკვიტი:გაახურეთ ღუმელი 160-165 გრადუსზე. წაუსვით 20 სმ დიამეტრიც ფორმას კარაქი.გაადენთ შოკოლადი და კარაქი ერთად, ოდნავ შეაგრილეთ.ფქვილი, კაკაო, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ მოზრდილ ჯამში.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, იოგურტი და ვანილის ექსტრაქტი. დაუმატეთ შოკოლადისა და კარაქის მასა და კარგად აურიეთ.თხევადი და მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში, მოზილეთ ნაზი, სქელი ცომი. დიდხანს მორევა არ უნდა.გადაიტანეთ მიღებული ცომი მომზადებულ ფორმაში, მოასწორეთ ზედაპირი და შედგით ღუმელში. აცხვეთ 30-35 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.გამომცხვარი ბისკვიტი გააცივეთ ფორმაშივე, შემდეგ გადმოიტანეთ რკინის გისოსებიან სადგამზე და სანამ ბისვიტი ბოლომდე გაცივდება, მოამზადეთ კრემი:წყლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი, შოკოლადი და რძე. შეუჩერებლად ურიეთ, გამდნარი ერთგვაროვანი მასა გაარილეთ 15 წუთი.დაუმატეთ მარილი, ალკოჰოლი და ნაღები და ათქვიფეთ 30-60 წამის განმავლობაში ჰაროვანი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრამი სწრაფად ცივდება და სქელდება, ასე რომ, ყურადღებით იყავით. თუ ძალიან გასქელდა, შეგიძლიათ ცოტათი შეათბოთ წყლის აბაზანაზე.მზა კრემი საუწვით გაცივებულ ბისკვიტს, გაანაწილეთ თანაბრად.მორთეთ ახალი ხილითა და კენკრით.