გაზზე გამომცხვარი ძველებური ვაფლი ფორმებში
გაზზე გამომცხვარი ძველებური ვაფლი ფორმებში
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ალბათ ყველას მოგეძებნებათ შინ ძველებური, გაზზე გამოსაცხობი ვაფლის ფორმა. თუ ასეა, გაიხსენეთ ძველი გემო და გამოაცხვეთ მარტივი და უგემრიელესი ვაფლი ჩაისთვის.
ეს ცომი გამოდგება ვაფლის ელექტროსაცხობისთვისაც.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • თბილი რძე - 0,5 ჭიქა
  • შაქარი - 100 გ (თუ უფრო ტკბილი გიყვართ, შეგიძიათ მეტი)
  • გამდნარი კარაქი - 100 გ
  • 2 ც კვერცხი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ათქვიფეთ მიქსერით კვერცხი და შაქარი, შემდეგ დაუმატეთ, რძე, კვერცხი, გამდნარი კარაქი, ბოლოს კი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

გააკეთეთ ერთგვაროვანი მასა, დაასხით ფორმაზე და დადგით გაზზე, აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. გამოდის რბილი და ნაზი ვაფლი.


ტეგები:
შაქარი რძე ფქვილი ნანახია: 8978