მომზადების წესი:დარბილებული კარაქი და შაქარი გაქენით ერთმენეთში, დაუმატეთ ფქვილი. მიღებული მასა გაანაწილეთ ხელით ცეცხლგამძლე დასაშლელ ფორმაზე და აცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან, მაგრამ არ ამოიღოთ ფორმიდან. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. წყალი, შაქარი და სახამებელი აურიეთ ერთმანეთში და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ მასა გასქელებამდე (დაახლოებით 3 წუთი), თან შეუჩერებლად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ მშრალი მარწყვის ჟელე, ურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება კრისტალები.გარეცხეთ მარწყვი, დაჭერით, გაანაწილეთ ბისკვიტზე და დაასხით ჟელეს მასა. ფორმითვე შედგით ნამცხვარი მარივარში, სანამ ჟელე კარგად არ გამაგრდება.მიირთვით ჟელეს ტორტი ათქვეფილ ნაღებთან ერთად - იდეალურია.