მომზადების წესი:ხაჭოს დავუმატოთ 6 ს.კ. შაქარი, ვანილი, კვერცხი, ლიმონის ცედრა და ავთქვიფოთ.ფენოვანი ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ცალკე ავურიოთ 4 ს.კ. შაქარი და 2 ს.კ. დარიჩინი.საცხობი ფორმის ძირზე მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქრის ნაწილი, ზემოდან დავაფინოთ ფენოვანი ცომი ისე, რომ გვერდებიც ამოვუყვანოთ.ხაჭოს მასა გადავიტანოთ ცომზე და მოვასწოროთ.ზემოდან დავაფინოთ ცომის მეორე ნაჭერი, ლამაზად ჩავუკეცოთ გვერდები. თავზე მოვაყაროთ დარჩენილი დარიჩინიანი შაქარი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 25-30 წუთის შემდეგ, როდესაც ცომი გამოცხვება და ამოიწევს, გაზქურა გამოვრთოთ. ვაცადოთ კარგად გაცივება და მხოლოდ ამის შემდეგ დავჭრათ.ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)