შოკოლადისა და თხილის ნოტიო ნამცხვარი
შოკოლადისა და თხილის ნოტიო ნამცხვარი
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხილი - 70 გ
  • ფქვილი - 30 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შავი შოკოლადი - 170 გ
  • კარაქი - 170 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თხილი მოვხალოთ, გავაცივოთ და დავფქვათ.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქრის ნახევართან ერთად და გადავდოთ გვერდზე.
კვერცხის გულებს დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და გავთქვიფოთ კარგად.
ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ. 71) გავადნოთ კარაქი და შოკოლადი. დავუმატოთ გოგლიმოგლის მასას, დავაცრათ ფქვილი, დაფქვილი თხილი და ამოვურიოთ. ეს მასა ფრთხილად შევურიოთ ბეზეს.
ჩავასხათ საცხობ ყალიბში და გამოვაცხოთ 190 გარდუსზე 40-45 წთ.
მზა ნამცხვარი ოდნავ სველი კონსისტენციისაა.

ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)
ტეგები:
შოკოლადი თხილი ნანახია: 4149